Thursday, December 22, 2011

ტრენინგები მასწავლებლის სახლში

2011 წლის დეკემბერში მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგები შემდეგი მოდულების მიხედვით: "HTML სწავლების მეთოდიკა ისტ–ის პედაგოგებისთვის" და "ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი". მიზნობრივ აუდიტორიას, როგორც წესი, საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები წარმოადგენდნენ. ტრენინგზე "HTML სწავლების მეთოდიკა" მასწავლებლებმა განიხილეს ყველა ის საკითხი  რაც 2011-2016 ს/წ  საქართველოს ესგ–ით არის    გათვალისწინებული და რაც მე–6 კლასის ისტ სახელმძღვანელოშია მოცემული.(ნ.ჯამასპიშვილი "ისტ 6 ")

ტრენინგს "ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი" ესწრებოდნენ სხვადასხვა საგნის პედაგოგები საქართველოს რეგიონებიდან. ტრენინგზე დასწრების აუცილებელი პირობა  იყო მასწავლებელს გავლილი უნდა ქონოდა მეორე დონის ტრენინგები.  ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა შექმნე სასწავლო ვიდეო კლიპები, რომლებიც განათავსეს საკუთარ ბლოგებში.