Sunday, October 23, 2011

განცხადება

პედაგოგებს, ვინც 2011 წელს წარმატებით გაიარეს მე-2 დონის ტრენინგები "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში" , შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, ამისათვის აუციებელია, რომ მათ განაახლონ ელ.პორტფოლიოები და ბლოგები, შექმნან ახალი გაკვეთილის კოლექცია (გეგმა და დამხმარე ციფრული მასალები, პროექტები). საგნობრივი ექსპერტები განიხილავენ ნამუშევრებს და შეაფასებენ. შედეგები გამოქვეყნდება 2012 წლის იანვარში.

გაითვალისწინეთ, რომ საკონკურსო მასალები პედაგოგებმა დამოუკიდებლად უნდა  შექმნან არასატრენინგო დროს. პორტფოლიოების განახლების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი. 
გისურვებთ წარმატებებს!!!

Thursday, October 6, 2011

ძვირფასო პედაგოგებო!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გადავიდა  მასწავლებლის სახლში  , რომელიც მდებარეობს  გლდანში,  გმირ კურსანტთა №1,  პოლიციის აკადემიის ეზოში. 


ტრანსპორტი:  №167 მიკროავტობუსი, გამოდის მეტრო "ვარკეთილიდან", №128 - ვაკიდან,   №136, №139 ან №96  - მეტრო "ახმეტელიდან"

Wednesday, October 5, 2011

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ პროფესიულ ზრდას და წარმატებებს!!!


Sunday, August 28, 2011

მეორე დონის ტრენინგები ონის რაიონში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ისტ - ში მეორე დონის ტრენინგები ონის რაიონის სკოლების პედაგოგებისათვის ჩატარდა. ტრენინგები ორ - აგვისტოსა და სექტემბრის სესიებად გაიყო.ტრენინგების მიმდინარეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხ. ბლოგზე.





Thursday, July 14, 2011

მეორე დონის ტრენინგები ყაზბეგის რაიონის სკოლებისათვის

საქართველოს რეგიონებში გრძელდება ისტ ტრენინგები თემაზე "ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".

2011 წლის ივნის - ივლისში ყაზბეგის რაიონში ჩატარდა ტრენინგები. ინფორმაცია ტრენინგების შესახებ იხილეთ ბლოგზე : http://lalig-kazbegi.blogspot.com/

Friday, September 3, 2010

ტრენინგი "ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება მე-5 კლასში"


თბილისის 165-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი ვაკე-საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლის მენეჯერებისა და ინფორმატიკის მასწავლებლებისათვის.

ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნენ
- ისტ ძირითად კომპეტენციებს და კომპეტენციის ჯგუფების ძირითად მახასიათებლებს;
- ისტ-ის გამოყენების ეფექტურ მოდელირებას.

ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა მოამზადეს სამოდელო გაკვეთილები, შეფასების რუბრიკები და მოახდინეს მათი პრეზენტაცია

View more presentations from L G.

ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან (ისტ) დაკავშირებული ძირითადი კომპეტენციები და საკითხების ჩამონათვალი.