Wednesday, October 16, 2013
ტრენინგი: ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი
ა.წ. 25 ოქტომბერს მასწავლებლის სახლში (გმირ კურსანტთა N1, გლდანი) ჩატარდება ტრენინგი: ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი. მიმდინარეობს online რეგისტრაცია.
დასარეგისტრირებლად გამოიყენეთ ბმული: http://tpdc.ge/?action=registration&saxeoba=1&lang=geo.
წარმატებები!
ვირტუალური ტური მასწავლებლის სახლში. :)
Monday, October 7, 2013
Intel Essentials Course - ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი
იწყება ტრენინგების ახალი კურსი - Intel Essentials Course.
ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრონ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე.
ტრენინგკურსი 36 საათიანია, მოიცავს ოთხ საათიან 9 ტრენინგდღეს. ინტელის ტრენინგებისთვის შექნილი მაქვს ბლოგი http://lalig-inteledu.blogspot.com/ , რომელზეც გამოქვეყნდება ტრენინგებზე დამუშავებული მასალები, მასწავლებელთა ბლოგები, დამხმარე მასალები , ასე, რომ თვალი ადევნეთ ბლოგს http://lalig-inteledu.blogspot.com/, რომლიც ახალი მასალებით შეისება ტრენინგის დაწყებისთანავე ანუ 19 ოქოტმბრიდან.
წარმატებები ვუსურვოთ ყველა მონაწილე პედაგოგს! :)
Saturday, August 24, 2013
ქალაქებს შორის მანძილის გამომთვლელი
http://route.mhosti.com/ საინტერესო საიტია, A ქალაქიდან B ქალაქამდე მანძილის გამოსათვლელად შეიყვანეთ ქალაქების დასახელბა, დააწკაპეთ ღილაკზე "გამოთვლა", მიიღებთ პასუხს: როგორც კილომეტრაჟის შესახებ, ასევე მანქანით მოგზაურობისას საჭირო დროს :))
Saturday, July 27, 2013
მეორე დონის ტრენინგები ტყიბულის რაიონში
გრძელდება ტრენინგების ციკლი იმერეთში.
5 აგვისტოდან ტყიბულის რაიონს ვესტუმრებით მე და მაია ჯოხაძე და რაიონის სკოლების მასწავლებლებისთვის ჩავატარებთ ტრენინგებს თემაზე "ისტ გამოყენება სასწავლო პროცესში".
განწყობას წინასწარ ვიქმნით :)) და რაიონის ვირტუალურად ვეცნობით :)
ვირტუალური ტური ტყიბულში :)
5 აგვისტოდან ტყიბულის რაიონს ვესტუმრებით მე და მაია ჯოხაძე და რაიონის სკოლების მასწავლებლებისთვის ჩავატარებთ ტრენინგებს თემაზე "ისტ გამოყენება სასწავლო პროცესში".
განწყობას წინასწარ ვიქმნით :)) და რაიონის ვირტუალურად ვეცნობით :)
ვირტუალური ტური ტყიბულში :)
Monday, July 22, 2013
ტრენინგები იმერეთის რეგიონში
იმერეთის რეგიონში თერჯოლისა და ტყიბულის რაიონის პედაგოგებისათვის 2013 ივლისსა და აგვისტოში ისტ -ის ტრენინგები დაიგეგმა. მე და მაია ჯოხაძემ ივლისში თერჯოლას მივაკითხეთ... მე პირველ საჯარო სკოლაში და მაია მე-2 ში 8 ივლისიდან 20 აგვისტომდე ტრენინგებს ვატარებდით.პირველი სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში პროექტორიდან და კომპიუტერებიდან გამოსულ სიცხეს ლაბორატორიის უჰაერობაც ემატებოდა და ოთახში რამის 40 (!) გრადუსამდე იწევდა ჰაერის ტემპერატურა. მოგვიანებით ლაბორატორიაში კონდენციონერიც ამუშავდა და სწავლისთვის ეფექტური გარემოც შეიქმნა. :) მასწავლებლები ნებისმიერ პირობებს მოთმინებით ეგუებოდნენ, შეუპოვრად ითვისებდნენ სიახლეებს . . . 24 პედაგოგიდან 21-მა წარმატებით დაამთავრა ტრენინგი და სერთიფიკატი დაიმსახურა.
Monday, May 13, 2013
მასწავლებლებო, ყურადღებით გაეცანით ...
ფორუმის შესახებ ინფორმაციას ნახათ ამ ბმულზე: http://pilforum2013.k12.ge/node/10
ონლაინ შეხვედრებისა და კონსულტაციების შესახებ სრულყოფილი ინოფმრაციას კი ბმულზე: http://pilforum2013.k12.ge/
დამატებითიკონსულტაციისათვის ფორუმის საიტზე ტელეფონიცაა მოცემული და საკონტაქტო ელ.ფოსტაც.
წარმატებები ყველას! :))
Sunday, February 10, 2013
სასწავლო აპლიკაციები
მასწავლებლებო!
დარეგისტრირდით ამ საიტზე, ისარგებლეთ სხვა პედაგოგების მიერ შექმნილი სასწავლო მასალებით ან თქვენ თვითონ შექმენით ისინი თქვენი საჭიროებისა და სწავლა/სწავლების მოთხოვნის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებებს :)
http://LearningApps.org/register_teacher.php?teacher=40640&class=3436
დარეგისტრირდით ამ საიტზე, ისარგებლეთ სხვა პედაგოგების მიერ შექმნილი სასწავლო მასალებით ან თქვენ თვითონ შექმენით ისინი თქვენი საჭიროებისა და სწავლა/სწავლების მოთხოვნის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებებს :)
http://LearningApps.org/register_teacher.php?teacher=40640&class=3436
Subscribe to:
Posts (Atom)

