Tuesday, January 7, 2014

სასარგებლო რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

დღეს, XXI საუკუნეში, თანამედროვე მასწავლებელი, ისე როგორც მოსწავლე,    ტექნოლოგიების აქტიური მომხმარებელი გახდა.  ელემენტარული კომუნიკაციიდან დაწყებული საკუთარი ბლოგებისა თუ ვებ-გვერდების წარმოებით დღითი-დღე სულ უფრო ინტენსიურად ვიყენებთ კომპიუტერს, საათობით ვზივართ მის წინ, მივჩერებივართ ეკრანს და ინფორმაციას ვიღებთ, ვამუშავებთ, ვაქვეყნებთ  ...

ჩვენ, ჩვენი შვილებიც და მოსწავლეებიც, ოჯახის წევრები, ახლობლები, ნაცნობები და უცნობები, ნებისმიერი ასაკის ადამიანი  დღითი-დღე   კომპიუტერზე  დამოკიდებულები ვხდებით.

აი, ამ პრობლემებზეა საუბარი ქვემოთ მოთავსებულ სტატიაში, გადაიკითხეთ, განსაკუთრებით ყურადღებით გაეცანით კომპიუტერთან მუშაობის ჰიგიენას...
სტატია 2010 წელსაა გამოქვეყნებული ინტერნეტჟურნალში "ამბიონი",( ავტორი:  | გამოქვეყნებულია: 02.02.2010)  მაგრამ აქტუალურია, ამიტომ 4 წლის  შემდეგაც მის ხელახლა გადაკითხვას გთავაზობთ :)

სინდრომი, რომელსაც კომპიუტერი იწვევს



Monday, January 6, 2014

საინტერესო სტატია - გამოგადგებათ, პედაგოგებო!


       სტატია ეხება ინფორმაციის ძიების ხერხებს, რაც არ იცის მომხმარებელთა 96% -ო :)  არ მინდა ამ 96%-ში   ჩემი მასწავლებლებიც იყვნენ :)  მართალია ჩვენ მე-2 დონის ტრენინგებზე გვაქვს ნასწავლი  ეს ყველაფერი, სახელმძღვანელოშიც გვიწერია, მაგრამ ამ სტატიას მაინც ვდებ აქ, რომ კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ, კარგად დაიმახსოვროთ, გამოიყენოთ და გაემიჯნოთ იმ 96% -ს :)




Wednesday, January 1, 2014

გ ი ლ ო ც ა ვ თ !


ბედნიერებას, წინსვლას, წარმატებებს გისურვებთ!

Sunday, December 22, 2013

ბლოგების კონკურსი „გაიცანით ჩემი რაიონი“ გამარჯვებულები


თბილისი N 51-ე საჯარო სკოლა Https://www.vera51.blogspot.com

თელავი სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლა http://www.lapankuri.blogspot.com/

თბილისი საშუალო სკოლა "კანდიდი" http://gldaniinfo.blogspot.com/,

თბილისი N139 საჯარო სკოლა http://139.nis.ge/

რუსთავი N4  საჯარო სკოლა http://rustaviproject.blogspot.com/


Thursday, December 5, 2013

ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა კონკურსში "ციფრული და მედეა წიგნიერება" მონაწილეებისათვის



       ყურადღება!

6 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე გაიმართება ონლაინ კონსულტაცია  ისტ პედაგოგებისათვის, ვინც ღებულობს მონაწილეობას კონკურსში "ციფრული და მედეა წიგნიერება".

იხ. ბმული .... 



Sunday, November 17, 2013

კონკურსი ისტ-ის პედაგოგებისათვის

  ისტ-ის მასწავლებლებო! 

 ძალიან საინტერესო კონკურსია თქვენთვის  : "ციფრული და მედეა წიგნიერება".

 მიიღეთ მონაწილეობა, მოსინჯეთ ძალები, კარგი შანსი გაქვთ 2013 წელი წარმატებით დაამთავროთ :)))

ამონარიდი საკონკურსო განაცხადიდან:

 . . . . კონკურსი წელს პირველად ტარდება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველა მსურველს ექნება.
კონკურსის - „ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში“ მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით, სასწავლო პროცესის ხარისხის, ისტ მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მათი მოტივაციის ამაღლება. იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ცხოვრებაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია პროგრესი, ანალოგიური შინაარსის კონკურსების ორგანიზება და მონაწილეთა წახალისება  მნიშვნელოვანია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ, სკოლების ელექტრონულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით აღჭურვა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სკოლებს შორის ქსელების შექმნა და  საგანმანათლებლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიური გამოყენების ხელშეწყობაა.
სამინისტროს ძალისხმევით თითქმის ყველა საჯარო სკოლაში ინტერნეტიზაციის პრობლემა გადაჭრილია. იმ ერთეულ სკოლებში კი, სადაც ჯერ კიდევ ინტერნეტი დაბალი სიხშირით მიეწოდებათ, სამინისტრო გამაძლიერებელი აპარატურის მონტაჟს უზრუნველყოფს. ინტერნეტის პრობლემა არსებობდა ძეგვის საჯარო სკოლაშიც, სადაც შეხვედრა გაიმართა. ამავე დღეს, სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა ძეგვის სკოლაში გამაძლიერებელი დაამონტაჟეს.
 სკოლების ინტერნეტიზაცია  ხელს შეუწყობს:
  • სკოლების განათლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას, განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების სწრაფ გავრცელებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
  • სკოლების ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში ინტეგრაციას;
  • განათლების სისტემის სხვადასხვა რგოლებს შორის სწრაფ და უწყვეტ უკუკავშირს;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში, რითაც სასწავლო პროცესი უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური გახდება;
  • აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, საშუალებას მისცემს ინფორმაციის პასიური მიმღებნი კი არ იყვნენ, არამედ თავად მოახდინონ სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება და შექმნა. განუვითარებს მათ ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და შეფასების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარებს;
  • სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვანი მეთოდური და სასწავლო ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობას;
  • ელექტრონული ლაბორატორიების გამოყენებას მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის;
  • პედაგოგებს შორის ინფორმაციისა და მასალების გაცვლას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სკოლებს შორის კავშირების დამყარებას.
კონკურსის - „ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში“ თაობაზე სრული ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე mes.gov.ge.

წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი!!!


Sunday, November 3, 2013

ტრენინგი ისტ-ის პედაგოგებისათვის

      6- 8 ნოემბერი15:00 - 18:00  სთ ტრენინგი ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში. 

მოდული: „HTML ენის 
სწავლების მეთოდიკა მეექვსე კლასში“ 


მოდულის მოკლე აღწერა: ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან HTML ენას. ისტ-ის მეექვსე კლასის
სახელმძღვანელოდან განიხილავენ სავარჯიშოებს. იმსჯელებენ და ჩამოაყალიბებენ დამატებით
დავალებებს და მეთოდურ მიდგომებს HTML ენის სწავლებისას გამოსაყენებლად. პირველი დღე

აუდიტორია: 11
სტატუსი: მიმდინარეობს რეგისტრაცია 5 ნოემბრამდე.