Saturday, July 25, 2015

ეს საინტერესოა . . .



 3D პრინტერი დღითი-დღე უფრო პოპულარული ხდება. ჩინეთში,  ორსართულიანი ვილის ფოტოების ბეჭდვას 3 სთ დაჭიდა , დაწვრილებით იხილიეთ ამ სტატიაში . . . .


Wednesday, July 22, 2015

ისტ გამოცდის ტესტები


 
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში წელს პირველად ჩატარდა ისტ მასწავლებელბისთვის  სასერთიფიკაციო გამოცდა., რომელიც ორი ნაწილისაგან შედგებოდა: თეორიულ გამოცდაზე აპლიკანტს 31 შეკითხვაზე უნდა ეპასუხა.  საკითხები ეხებოდა ტექნოლოგიებს ცოდნასაც და მეთოდიკასაც. მეორე დღეს პრაქტიკულის გამოცდა იყო, სადაც მოწმდებოდა word, Excel,  PowerPoint პროგრამების ცოდნა და მათი გამოყენების უნარ-ჩვევები.

საინტრესოა, რა სტატისტიკას დადებს ახლო მომავალში გამოცდების ეროვნული ცენტრი? :)  რა სირთულე დაინახეს მოქმედმა მასწავლებლება ტესტებზე მუშაობის დროს  და როგორ გადალახეს ისინი? მოუთმენლად ველი შედეგების გამოქვეყნებას:)

ეს კი საგამოცდო ტესტების ბმულები.



წარმატებებს ვუსურვებ გამოცდაზე მონაწილე ყველა პედაგოგს!!!


Wednesday, November 26, 2014

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია


მასალა აღებულია ბმულიდან

https://www.facebook.com/media/set/?set=a.913503822000697.1073742439.198164676867952&type=1


  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გახსნეს, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციტივით და ინტელის, მაიკროსოფტის, იუ-ჯი-თისა და ეისერის მხარდაჭერით მოეწყო, რომლის მიზანია ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობა/გაზიარება მასწავლებლების, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.

კონფერენციაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

• საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში;

• საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციები და განპირობებული ცვლილებები;

• საკლასო ოთახში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გზები.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ტექნოლოგიების გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით. მონაწილეები გაეცნენ ტექნოლოგიებს, რომლის გამოყენებაც წარმატებით შეიძლება საგანმანათლებლო პროცესში, ხოლო მეორეს მხრივ მონაწილეებისგან მიიღეს ინფორმაცია თუ რა საჭიროებები არსებობს საკლასო ოთახში და როგორ შეიძლება მათ გადასაჭრელად ტექნოლოგიების გამოყენება.

Wednesday, November 19, 2014

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია 21-23 ნოემბერს, გაიმართება: სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში
თბილისი, თავისუფლების მოედანი 4. 
რეგისტრაცია დაიწყება 21 ნოემბერს დილის 9 საათზე.

Wednesday, October 22, 2014

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის მონაწილეთა საყურადღებოდ!

მონაწილეთა რეგისტრაცია 23 ოქტომბერს 10:00 სთ-ზე დაიწყება. ბოდიშს გიხდით ტექნიკური შეფერხებისთვის.

Wednesday, October 1, 2014

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

მასწავლებელთ საყურადღებოდ!

2014 წლის 21-23 ნოემბერს  საქართველოში პირველად გაიმართება საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია, რომელიც ზოგადი განათლების სექტორში ამ მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.

   გაეცანით კონფერენციის პროგრამას და დარეგისტრირდით! 

ამონარიდი კონფერენციის  ვებ-გვერდიდან.


საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია იწვევს დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც უყვართ ტექნოლოგიები და ინოვაციები, აქტიურად უწყობენ ხელს ან პრაქტიკულად ნერგავენ სასწავლო გარემოში. 
კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას  მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის. 
 კონფერენციის ძირითადი აქტივობები:
  • პარალელური სესიები საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი მოწვეული ექსპერტების მოხსენებები საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ;
  • პლენარული სესიები საქართველოსა და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ;
  • ექსპერტების სესიები ტექნოლოგიური სიახლეების, გაჯეტების და პროგრამების შესახებ განათლებაში;
  • ტექნოლოგიების სემინარები საკლასო ოთახში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გზებზე;
  • გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით;
  • პოსტერების გამოფენა ინოვაციური პროექტებისა და სკოლაში ტექნოლოგიების დანერგვის გამოცდილების სადემონსტრაციოდ;
  • სასკოლო ვიზიტი ისტ-ის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითის დემონსტრირებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
კონფერენციის თემატური მიმართულებები:
  • სწავლა და და სწავლება ციფრულ ეპოქაში
  • მენეჯმენტი და ლიდერობა
  • პროფესიული განვითარება
  • კვლევები სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენებაზე
  • ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა
შედეგები:
  • მასწავლებლები განავითარებენ ახალ სტრატეგიებს თუ როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში და უზრუნველყონ აქტიური სასწავლო გარემო;
  • სკოლის ხელმძღვანელები ინფორმაციას მიიღებენ, როგორ შეიძლება მოსწავლეების სასწავლო შედეგების გაუმჯობესება ტექნოლოგიების საშუალებით, როგორ დანერგონ და ხელი შეუწყონ ციფრული კულტურის დამკვიდრებას სკოლაში;
  • ისტ მენეჯერები მიიღებენ ინფორმაციას სკოლის ისტ ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ;
  • უნივერსიტეტები მიიღებენ ინფორმაციას ციფრულ ერაში სწავლა-სწავლებისთვის საჭირო უნარების თაობაზე უახლესი მიმართულებებისა და ინიციატივების შესახებ;
  • მთავრობისა და ისტ ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას საკლასო დონეზე საჭიროებებისა და გამოწვევების, ისტ-ის საკლასო ოთხში გამოყენების უახლესი ტენდენციების, ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიებისა და მოდელების შესახებ;
  • დაინტერესებული მხარეები საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს გაუზიარებენ ერთმანეთს, დისკუსიაში ჩაერთვებიან, გამოცდილებას გაცვლიან და ახალ კონტაქტებს დაამყარებენ.