Friday, February 19, 2016
ისტ-ის მასწავლებლებო!
2016 წლის იანვრის ისტ-ის მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდის შედეგები დაიდო.
ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ თქვენი მიღებული შეფასებები :)
ვიტოვებ იმედს, რომ ყველა გადალახავს მინიმალურ ზღვარს და გახდება სერთიფიცირებული ისტ მასწაველბელი. :)
გთხოვთ, არ დაიზაროთ და შედეგები მეც შემატყობინოთ :))
მოუთმენლად ველი თქვენ წერილებს !
Sunday, January 31, 2016
ტრენინგები იწყება . . .
2016 წლის სატრენინგო მარათონს გახსნილად ვაცხადებთ! :)
ვიცი, ბევრი ელოდებოდა ტრენინგების დაწყებას. ამ საუკუნეში ხომ ტექნოლოგიების გარეშე ვერც ერთი სფერო ვერ განვითარდება, მით უმეტს, განათლება... სწავლა/სწავლება ტექნოლოგიების გარეშე უკვე წარმოუდგენელია, XXI საუკუნე თავისას ითხოვს :)) ... გვინდა, არ გვინდა, ამ საუკუნის ბავშვი დაბადებიდანვე ტექნოკრატია, ამიტომ, მასწავლებელიც ბავშვის მოთხოვნის შესაბამისი უნდა იყოს. აი, ასე! :))
ტრენინგებს ჯერ-ჯერობით შემდეგი მიმართულებით ჩავატარებ.
1. საბაზო დონის ტრენინგები (აქ ერთი ჯგუფის წიგნები მაქვს მხოლოდ!) - 24 სთ, 8 ტრენინგდღე
2. ინტელი - პროექტებით სწავლება (ელ.სახელმძღვანელოსთან წვდომა ყველას შეეძლება) - 36 სთ, 9 ტრენინგდღე
3. ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი - 4 სთ, 1 ტრენინგდღე.
ვითვალისწინებ რა ზამთრის რთულ პირობებს და ტრანსპორტირების პრობლემებს ამ თოვლსა და ყინვაში, ტრენინგზე მოვიწვევ მხოლოდ ქალაქისა და ახლო სოფლების მასწავლებლებს.
- ქვემოხედაშენის საჯარო სკოლა
- თელავის N2, N5, N6, N9 საჯარო სკოლები
სარეგისტრაციო ფორმა ყველა სკოლაშია გაგზავნილი. გთხოვთ, მიაკითხოთ სკოლის ადმინისტრაციებს. დარეგისტრირდით! როგორც უკვე ავღნიშნე, ამ ეტაპზე თითო-თითო ჯგუფი იმუშავებს, ამიტომ, ადგილები შეზღუდულია :) გელოდებით!
Friday, January 8, 2016
Tuesday, January 5, 2016
გამოცდის მონაწილე პედაგოგების საყურადღებოდ!
მასწავლებლებო, ვინც იანვარში გამოცდის ჩაბარებას გეგმავთ, ყურადღებით გაეცანით თბლისის საგამოცდო ცენტრების მისამართებს ამ ლინკზე
წარმატებებს გისურვებთ გამოცდაზე :)
Tuesday, December 8, 2015
პრაქტიკოს მასწავლებელთა გამოცდის განრიგი გამოქვეყნდა
ძვირფასო ისტ მასწავლებლებო, ვინც გეგმათ საგნის გამოცდაზე გასვლას, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განრიგი უკვე გამოაქვეყნა! ნახეთ ბმული.
განრიგის მიხედვით, ისტ გამოცდა 11 იანვარსაა - წერითი ნაწილი, ხოლო მეორე დღეს, 12 იანვარს - პრაქტიკული.
წარმატებებს გისურებთ ყველას!
Wednesday, November 18, 2015
კონკურსი: სასწავლო პროექტის საუკეთესო პორტფოლიო 2015
ინოვაციური განათლების ფონდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად აცხადებს კონკურსს მასწავლებელთათვის „სასწავლო პროექტის საუკეთესო პორტფოლიო 2015“.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებმაც გაიარეს ინტელის ძირითადი კურსი 2014-2015 წლებში.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან საგნობრივი ჯგუფების მიხედვით და მონაწილეობას მიიღებენ ინტელის საგანმანათლებლო პროგრამების შემაჯამებელ წლიურ კომფერენციაში, რომელიც გაიმართება 2015 წლის 16 დეკემბერს.
გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზების გარდა მიიღებენ პროფესიული განვითარების 1 კრედიტს.
გთხოვთ, შეავსოთ კონკურსის სარეგისტრაციო ფორმა 2015 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისათვის გამოიყენეთ ეს ბმული

Saturday, September 5, 2015
სქემაში ჩართული მასწავლებლების საყურადღებოდ
ყურადღებით გაეცანით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 4 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც წერენ, რომ
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის N05-95 ბრძანებით დამტკიცებულ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში“ ჩართულ “მასწავლებელთა შეფასების წესში“ ცვლილება შევიდა. წესის მიხედვით, ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლები აღარ არიან ვალდებულნი, წარმოადგინონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგის, სტაჟირების ან კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, შეიცვალა და გამარტივდა განაცხადის ფორმა."
აი, ასე მარტივდება ყველაფერი, ასე რომ აღარ დაგჭირდებათ ცნობებისა და სხვადასხვა დოკუმენტების ატვირთვა!

Subscribe to:
Posts (Atom)