Tuesday, September 15, 2009

მასწავლებელთა ისტ ტრენინგები თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი აგრძელებს ტრენინგებს "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში". ტრენინგები ტარდება თბილისის 166-ე საჯარო სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში. მონაწილეობას ღებულობენ თბილისის 166-ე, 155-ე, 134-ე და 140-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები სხვადასხვა საგნობრივი კათედრებიდან. ტრენინგები ტარდება წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით.





I ჯგუფი.
1. მაია ბუჯიაშვილი - 166-ე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
2. თამუნა გოცირიძე - 166-ე სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
3. მარი კაპანაძე -166-ე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი
4. მაია უხურგუნაშვილი - 166-ე სკოლის ისტორია, გეოგრაფიის მასწავლებელი
5. თინათინ მაისურაძე - 166-ე სკოლის მასწავლებელი
6. დოდო ხუციშვილი - 166-ე სკოლის ქართულის მასწავლებელი
7. ვიოლეტა გაგუა - 155-ე სკოლის ისტორიის მასწავლებელი
8. თამარ გოგოლაძე - 155-ე სკოლის ხელოვნების მასწავლებელი
9. ნანა ჯაფარიძე -155-ე სკოლის ინგლისურის მასწავლებელი
10. შორენა ქურდაძე - 155-ე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი
11. ნანა ყოჩიაშვილი -155-ე სკოლის დაწყებითის მასწავლებელი
12. მარინე წიკლაური - 155-ე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

II ჯგუფი.
1. მანანა კაპანაძე - 140-ე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
2. მარინა მამულაშვილი -
140-ე სკოლის ქიმიის მასწავლებელი
3. ნათია შიუკაშვილი -
140-ე სკოლის ისტორიის მასწავლებელი
4. ნინო უზუნაშვილი -
140-ე სკოლის რუსულის მასწავლებელი
5. მეგი მერაბიშვილი -
140-ე სკოლის დაწყებითის მასწავლებელი
6. ეკა ჟურულიშვილი -
140-ე სკოლის ქართულის მასწავლებელი
7. მანანა აროშიძე - 140-ე სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
8. მაია კაჭარავა - 140-ე სკოლის მუსიკის მასწავლებელი
9. ნანა დოხნაძე -
134-ე სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი
10. თამარ კვანტალიანი - 134-ე სკოლის დაწყებითის მასწავლებელი
11. ნანა გურგენიძე - 134-ე სკოლის ისტორიის მასწავლებელი
12. მიხეილ ბურჭულაძე - 134-ე სკოლის გეოგრაფია-ეკონომიკის მასწავლებელი

Monday, June 29, 2009

II დონის ტრენინგები მასწავლებლებისათვის...

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივით წარმატებით ხორციელდება მასწავლებელთა ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგები.
ტრენინგ კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ისტ ათვისებისა და გამოყენების კუთხით.
ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ მასწავლებლებმა უნდა წარმოადგინონ
  • გაკვეთილის გეგმები შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტებით;
  • სასწავლო პროექტი, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტებით.
დავალებების წარმატებით შესრულების შემდეგ მასწავლებელს გადაეცემა სერთიფიკატი. სერთიფიცირების პირობები შემდეგია:
  • მინიმუმ 10 ტრენინგ-დღეზე დასწრება;
  • მოდულის დასრულების შემდეგ დავალების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში;
  • კურსის ბოლოს გამოქვეყნებული ელექტრონული პორტფოლიო.
აღნიშნული ტრენინგები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება. მათ შორის თელავშიც. 2009 წლის ივნისის თვეში IREX-ის თელავის ოფისმა უმასპინძლა ტრენინგის მონაწილეებს და დაუთმო ინტერნეტ ქსელში ჩართული 9 კომპიუტერი. ტრენინგზე მოწვეული იქნა 24 პედაგოგი, რომლებიც აკმაყოფილებდნენ კომპიუტერთან ურთიერთობის საბაზისო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. მასწავლებლები ორ 12-12 კაციან ჯგუფში გადანაწილდნენ. ტრენინგების მიმდინარეობისას თითოეულმა მასწავლებელმა შექმნა პერსონალური ელ-პორტფოლიო და პირადი ბლოგები.
პროფესიული სრულყოფის მიზნით “განსასჯელად“ გამოგვაქვს ტრენინგის მონაწილეთა ნამუშევრები. ობიექტურად შეფასებული ყოველი კომენტარი ჩვენთვის ძვირფასია.

გთხოვთ, ითანამშრომლოთ ჩვენთან. იმედი გვაქვს, კოლეგები სხვადასხვა ქალაქებიდან შეგვეხმიანებით!



თქვენც შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები გამოაქვეყნოთ ამ ფორუმზე


I ჯგუფი


II ჯგუფი




ისტ გამოყენება სასწავლო პროცესში

საქართველოს სკოლებში კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენამ სასწავლო პროცესში ისტ ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად გადააქცია. ინფო - ტექნოლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველა ასაკის მოსწავლისათვის. ამიტომ სკოლების რეფორმის გზაზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს შეკითხვა, როგორ დავეხმაროთ პედაგოგებს სწავლა -სწავლების პროცესში ისტ-ის ეფექტურად გამოყენებაში. მით უმეტეს, რომ ისტ-ის ნაყოფიერად გამოყენება ნებისმიერი საგნობრივ ჯგუფებსა და საფეხურზეა შესაძლებელი.


www.tpdc.ge)