Sunday, February 10, 2013

სასწავლო აპლიკაციები

მასწავლებლებო!
დარეგისტრირდით ამ საიტზე, ისარგებლეთ სხვა პედაგოგების მიერ შექმნილი სასწავლო მასალებით ან თქვენ თვითონ შექმენით ისინი თქვენი საჭიროებისა და სწავლა/სწავლების მოთხოვნის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებებს :)


http://LearningApps.org/register_teacher.php?teacher=40640&class=3436

Saturday, January 5, 2013

ტრენინგი დირექტორებისათვის "პრეზენტაციის უნარების განვითარება"


ტრენინგის ხანგრძლივობა  - 6 სთ;

ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან პროგრამა PowerPoint-ს, 

  •  ტექსტის შეტანას სლაიდზე;
  • ფიგურის, სურათის ჩასმას სლაიდზე;
  • ცხრილის ჩასმას სლაიდზე;
  • დიაგრამის ჩასმას სლაიდზე; 
  • მოქმედებებს სლაიდებზე (სლაიდის ჩამატება/წაშლა, გადაადგილება/კოპირება);
  • პრეზენტაციის სლაიდების დიზაინის შერჩევას;
  • სლაიდის ობიექტების ანიმაციას;
  • სლაიდებს შორის გადასვლის ეფექტებს;
  • საპრეზენტაციო დოკუმენტის ჩვენებას და მართვას.


ინსტრუმენტების გაცნობის პარალელურად მონაწილეები  ქმნიან ტრენერის მიერ წინასწარ შერჩეული მასალის შესაბამისად  საპრეზენტაციო დოკუმენტს.

Friday, January 4, 2013

მეორე დონის ტრენინგები ისტ-ში 2012 წლის ნოემბერი - დეკემბერი


ტრენინგები ჩატარდა ქალაქ თელავის  პირველ და IV საჯარო სკოლების კომპიუტერულ  ლაბორატორიებში.

პედაგოგებმა შექმნეს საინტერესო ელ.პორტფოლიოები და ბლოგები, ტრენინგების მიმდინარეობის ფოტოკოლაჟი იხ. აქ...




Sunday, January 8, 2012

კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდა სერთიფიცირებული მასწავლებლებისათვის


ძვირფასო პედაგოგებო, გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე უკვე დევს ინფორმაცია კომპიუტერისა და ინგლისურის ინტეგრირებული გამოცდის შესახებ. ვიცი, რომ თქვენ დაინტერესებულები ხართ ამ გამოცდით, ამიტომ გთავაზობთ ამონარიდს ცენტრის განცხადებიდან:


"გამოცდების ეროვნული ცენტრი სერტიფიცირებული პედაგოგებისათვის ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდას აპრილში ჩაატარებს.

რეგისტრაცია იწარმოებს 21 თებერვლიდან 25 მარტამდე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში."

ტესტის სტრუქტურა, დავალების აღწერა და  ნიმუში იხილეთ აქ

Thursday, December 22, 2011

ტრენინგები მასწავლებლის სახლში

2011 წლის დეკემბერში მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგები შემდეგი მოდულების მიხედვით: "HTML სწავლების მეთოდიკა ისტ–ის პედაგოგებისთვის" და "ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი". მიზნობრივ აუდიტორიას, როგორც წესი, საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები წარმოადგენდნენ. ტრენინგზე "HTML სწავლების მეთოდიკა" მასწავლებლებმა განიხილეს ყველა ის საკითხი  რაც 2011-2016 ს/წ  საქართველოს ესგ–ით არის    გათვალისწინებული და რაც მე–6 კლასის ისტ სახელმძღვანელოშია მოცემული.(ნ.ჯამასპიშვილი "ისტ 6 ")

ტრენინგს "ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი" ესწრებოდნენ სხვადასხვა საგნის პედაგოგები საქართველოს რეგიონებიდან. ტრენინგზე დასწრების აუცილებელი პირობა  იყო მასწავლებელს გავლილი უნდა ქონოდა მეორე დონის ტრენინგები.  ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა შექმნე სასწავლო ვიდეო კლიპები, რომლებიც განათავსეს საკუთარ ბლოგებში.