გრძელდება ტრენინგების ციკლი იმერეთში.
5 აგვისტოდან ტყიბულის რაიონს ვესტუმრებით მე და მაია ჯოხაძე და რაიონის სკოლების მასწავლებლებისთვის ჩავატარებთ ტრენინგებს თემაზე "ისტ გამოყენება სასწავლო პროცესში".
განწყობას წინასწარ ვიქმნით :)) და რაიონის ვირტუალურად ვეცნობით :)
ვირტუალური ტური ტყიბულში :)
Saturday, July 27, 2013
Monday, July 22, 2013
ტრენინგები იმერეთის რეგიონში
იმერეთის რეგიონში თერჯოლისა და ტყიბულის რაიონის პედაგოგებისათვის 2013 ივლისსა და აგვისტოში ისტ -ის ტრენინგები დაიგეგმა. მე და მაია ჯოხაძემ ივლისში თერჯოლას მივაკითხეთ... მე პირველ საჯარო სკოლაში და მაია მე-2 ში 8 ივლისიდან 20 აგვისტომდე ტრენინგებს ვატარებდით.პირველი სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში პროექტორიდან და კომპიუტერებიდან გამოსულ სიცხეს ლაბორატორიის უჰაერობაც ემატებოდა და ოთახში რამის 40 (!) გრადუსამდე იწევდა ჰაერის ტემპერატურა. მოგვიანებით ლაბორატორიაში კონდენციონერიც ამუშავდა და სწავლისთვის ეფექტური გარემოც შეიქმნა. :) მასწავლებლები ნებისმიერ პირობებს მოთმინებით ეგუებოდნენ, შეუპოვრად ითვისებდნენ სიახლეებს . . . 24 პედაგოგიდან 21-მა წარმატებით დაამთავრა ტრენინგი და სერთიფიკატი დაიმსახურა.
Monday, May 13, 2013
მასწავლებლებო, ყურადღებით გაეცანით ...
ფორუმის შესახებ ინფორმაციას ნახათ ამ ბმულზე: http://pilforum2013.k12.ge/node/10
ონლაინ შეხვედრებისა და კონსულტაციების შესახებ სრულყოფილი ინოფმრაციას კი ბმულზე: http://pilforum2013.k12.ge/
დამატებითიკონსულტაციისათვის ფორუმის საიტზე ტელეფონიცაა მოცემული და საკონტაქტო ელ.ფოსტაც.
წარმატებები ყველას! :))
Sunday, February 10, 2013
სასწავლო აპლიკაციები
მასწავლებლებო!
დარეგისტრირდით ამ საიტზე, ისარგებლეთ სხვა პედაგოგების მიერ შექმნილი სასწავლო მასალებით ან თქვენ თვითონ შექმენით ისინი თქვენი საჭიროებისა და სწავლა/სწავლების მოთხოვნის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებებს :)
http://LearningApps.org/register_teacher.php?teacher=40640&class=3436
დარეგისტრირდით ამ საიტზე, ისარგებლეთ სხვა პედაგოგების მიერ შექმნილი სასწავლო მასალებით ან თქვენ თვითონ შექმენით ისინი თქვენი საჭიროებისა და სწავლა/სწავლების მოთხოვნის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებებს :)
http://LearningApps.org/register_teacher.php?teacher=40640&class=3436
Saturday, January 5, 2013
ტრენინგი დირექტორებისათვის "პრეზენტაციის უნარების განვითარება"
ტრენინგის ხანგრძლივობა - 6 სთ;
ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან პროგრამა PowerPoint-ს,
- ტექსტის შეტანას სლაიდზე;
- ფიგურის, სურათის ჩასმას სლაიდზე;
- ცხრილის ჩასმას სლაიდზე;
- დიაგრამის ჩასმას სლაიდზე;
- მოქმედებებს სლაიდებზე (სლაიდის ჩამატება/წაშლა, გადაადგილება/კოპირება);
- პრეზენტაციის სლაიდების დიზაინის შერჩევას;
- სლაიდის ობიექტების ანიმაციას;
- სლაიდებს შორის გადასვლის ეფექტებს;
- საპრეზენტაციო დოკუმენტის ჩვენებას და მართვას.
ინსტრუმენტების გაცნობის პარალელურად მონაწილეები ქმნიან ტრენერის
მიერ წინასწარ შერჩეული მასალის შესაბამისად საპრეზენტაციო დოკუმენტს.
Friday, January 4, 2013
მეორე დონის ტრენინგები ისტ-ში 2012 წლის ნოემბერი - დეკემბერი
ტრენინგები ჩატარდა ქალაქ თელავის პირველ და IV საჯარო სკოლების კომპიუტერულ ლაბორატორიებში.
პედაგოგებმა შექმნეს საინტერესო ელ.პორტფოლიოები და ბლოგები, ტრენინგების მიმდინარეობის ფოტოკოლაჟი იხ. აქ...
Wednesday, May 16, 2012
მასწავლებლის საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების (ინტეგრირებული გამოცდის) შედეგები
ძვირფასო მასწავლებლებო!გამოცდის შედეგები უკვე გამოქვეყნებულია, გაეცანით ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
http://www.naec.ge/pedagogtha-sasertifikacio-gamocdebi/pedagogta-sasertipikacio-gamocdebi-siaxleebi/2786-biologiis-eqsperimentuli-natsilisa-da-mastsavleblis-sabazo-kompiuteruli-unarebisa-da-inglisuri-enis-codnis-shesafasebeli-testirebis-integrirebuli-gamocdis-shedegebi-da-apelacia.html?lang=ka-GE
წარმატებები ყველას!
Subscribe to:
Posts (Atom)