Friday, March 31, 2017

სქემის ფარგლებში მასწავლებელთა შეფასებებთან დაკავშირებით

პროექტების სწავლებასთან დაკავშირებით

საინტრესო ვიდეოა, სადაც კარგადაა ახსნილი პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით ყველა საკითხი. გთხოვთ, მოუსმინოთ.

Friday, May 6, 2016

ეს მათთვის, ვისაც წინ ცხელი ზაფხული ელის . . .



    მასწავლებლებო! ზაფხულის გამოცდების განრიგი უკვე ცნობილია!

ისტ - ის  გამოცდა ჩატარდება:

8 ივლისი - თეორიული ნაწილი;
10 ივლისი - პრაქტიკული.

აი, ასე.

შეგიძლიათ ძალების მობილიზება დაიწყოთ. წინ წარმატებები გელით :)



Tuesday, April 19, 2016

ისტ გამოცდის პროგრამა - 2016 წლის ზაფხული



   საგნის გამოცდის პროგრამები, მათ შორისაა ისტ-იც :)) ვისაც იანვარში არ გაუმართლა და კვლავ გეგმავს გამოცდაზე გასვლას, პროგრმას გამოადგება. იხ.  ბმული...


ასევე გაითვალისწინეთ,

პედაგოგთა გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს:
  • პრაქტიკოს მასწავლებელს;
  • ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი;
  • მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.
გაითვალისწინეთ, რომ 2016 წლიდან მსურველებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ – ზამთარსა და ზაფხულში აქვთ.


Thursday, April 7, 2016

Apple ახალი ოფისი




 აი, როგორ  გამოიყურება Apple  - ის, მსოფლიოში ყველაზე ძლავრი ტექნოლოგიური ფირმის შტაბბინა :) ამის შესახებ  საინტერესო სტატიაა  მოცემული ელ ჟურნალში. 




Friday, February 19, 2016

ისტ-ის მასწავლებლებო!

 

2016 წლის იანვრის ისტ-ის მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდის შედეგები დაიდო.

ამ ლინკზე    შეგიძლიათ იხილოთ თქვენი მიღებული შეფასებები :)  

ვიტოვებ იმედს, რომ ყველა  გადალახავს მინიმალურ ზღვარს და გახდება სერთიფიცირებული ისტ მასწაველბელი. :)

გთხოვთ, არ დაიზაროთ და შედეგები მეც შემატყობინოთ :))

მოუთმენლად ველი თქვენ წერილებს !


Sunday, January 31, 2016

ტრენინგები იწყება . . .


 2016 წლის სატრენინგო მარათონს გახსნილად ვაცხადებთ! :)

ვიცი, ბევრი ელოდებოდა ტრენინგების დაწყებას. ამ საუკუნეში ხომ ტექნოლოგიების გარეშე ვერც ერთი სფერო  ვერ განვითარდება, მით უმეტს, განათლება...    სწავლა/სწავლება ტექნოლოგიების გარეშე უკვე წარმოუდგენელია, XXI საუკუნე თავისას ითხოვს :)) ...  გვინდა, არ გვინდა, ამ საუკუნის   ბავშვი  დაბადებიდანვე  ტექნოკრატია, ამიტომ, მასწავლებელიც ბავშვის მოთხოვნის შესაბამისი  უნდა იყოს. აი, ასე! :))

ტრენინგებს ჯერ-ჯერობით შემდეგი მიმართულებით ჩავატარებ.

1. საბაზო დონის ტრენინგები (აქ  ერთი ჯგუფის წიგნები მაქვს მხოლოდ!) - 24 სთ, 8 ტრენინგდღე
2. ინტელი - პროექტებით სწავლება (ელ.სახელმძღვანელოსთან წვდომა ყველას შეეძლება) - 36 სთ, 9 ტრენინგდღე
3. ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი - 4 სთ, 1 ტრენინგდღე.

ვითვალისწინებ რა ზამთრის რთულ პირობებს და ტრანსპორტირების პრობლემებს  ამ თოვლსა და ყინვაში, ტრენინგზე მოვიწვევ მხოლოდ ქალაქისა და ახლო სოფლების მასწავლებლებს.


  • ქვემოხედაშენის საჯარო სკოლა
  • თელავის N2, N5, N6, N9  საჯარო სკოლები
 
სარეგისტრაციო ფორმა ყველა სკოლაშია გაგზავნილი. გთხოვთ, მიაკითხოთ სკოლის ადმინისტრაციებს. დარეგისტრირდით! როგორც უკვე ავღნიშნე, ამ ეტაპზე თითო-თითო ჯგუფი იმუშავებს, ამიტომ, ადგილები შეზღუდულია :) გელოდებით!