Thursday, December 22, 2011

ტრენინგები მასწავლებლის სახლში

2011 წლის დეკემბერში მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგები შემდეგი მოდულების მიხედვით: "HTML სწავლების მეთოდიკა ისტ–ის პედაგოგებისთვის" და "ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი". მიზნობრივ აუდიტორიას, როგორც წესი, საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები წარმოადგენდნენ. ტრენინგზე "HTML სწავლების მეთოდიკა" მასწავლებლებმა განიხილეს ყველა ის საკითხი  რაც 2011-2016 ს/წ  საქართველოს ესგ–ით არის    გათვალისწინებული და რაც მე–6 კლასის ისტ სახელმძღვანელოშია მოცემული.(ნ.ჯამასპიშვილი "ისტ 6 ")

ტრენინგს "ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი" ესწრებოდნენ სხვადასხვა საგნის პედაგოგები საქართველოს რეგიონებიდან. ტრენინგზე დასწრების აუცილებელი პირობა  იყო მასწავლებელს გავლილი უნდა ქონოდა მეორე დონის ტრენინგები.  ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა შექმნე სასწავლო ვიდეო კლიპები, რომლებიც განათავსეს საკუთარ ბლოგებში.



Tuesday, November 29, 2011

ისტ ტრენინგები მასწავლებლის სახლში


2011 წლის 13 -15 ნოემბერს მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი "HTML სწავლების მეთოდიკა". ტრენინგს ესწრებოდნენ ისტ-ის პედაგოგები საქართვლოს სხვადასხვა კუთხეებიდან.

26 ნოემბერს კი ჩატარდა ტრენინგი "ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი", ტრენინგზე დასწრება შეეძლო საჯარო სკოლის პედაგოგებს, ვისაც გავლილი ქონდათ ისტ ტექნოლოგიების მე-2 დონის ტრენინგები.

მსგავსი ტრენინგები იგეგმება მომავალშიც. ტრენინგებზე ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ მასწავლებლის სახლს ელ.ფოსტით:  treningi@tpdc.ge ან უნდა  დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 577 640 166, 577 640 167, 577 640 168


https://www.facebook.com/mascavleblissaxli


Tuesday, November 1, 2011

მასწავლებელთა საყურადღებოდ

მასწავლებელთა პროფესილი განვითრების ეროვნული ცენტრის საიტზე გამოქვეყნდა მასწავლებლის სახლის ნოემბრის თვის სამუშაო გეგმა.  ნოემბერში ბევრი საინტერესო ტრენინგია დაგეგმილი, მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენებაზეც, გთხოვთ გაეცნოთ.

ტრენინგებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ ელ.ფოსტით: treningi@tpdc.ge

Sunday, October 23, 2011

განცხადება

პედაგოგებს, ვინც 2011 წელს წარმატებით გაიარეს მე-2 დონის ტრენინგები "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში" , შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, ამისათვის აუციებელია, რომ მათ განაახლონ ელ.პორტფოლიოები და ბლოგები, შექმნან ახალი გაკვეთილის კოლექცია (გეგმა და დამხმარე ციფრული მასალები, პროექტები). საგნობრივი ექსპერტები განიხილავენ ნამუშევრებს და შეაფასებენ. შედეგები გამოქვეყნდება 2012 წლის იანვარში.

გაითვალისწინეთ, რომ საკონკურსო მასალები პედაგოგებმა დამოუკიდებლად უნდა  შექმნან არასატრენინგო დროს. პორტფოლიოების განახლების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი. 
გისურვებთ წარმატებებს!!!

Thursday, October 6, 2011

ძვირფასო პედაგოგებო!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გადავიდა  მასწავლებლის სახლში  , რომელიც მდებარეობს  გლდანში,  გმირ კურსანტთა №1,  პოლიციის აკადემიის ეზოში. 


ტრანსპორტი:  №167 მიკროავტობუსი, გამოდის მეტრო "ვარკეთილიდან", №128 - ვაკიდან,   №136, №139 ან №96  - მეტრო "ახმეტელიდან"

Wednesday, October 5, 2011

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ პროფესიულ ზრდას და წარმატებებს!!!


Sunday, August 28, 2011

მეორე დონის ტრენინგები ონის რაიონში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ისტ - ში მეორე დონის ტრენინგები ონის რაიონის სკოლების პედაგოგებისათვის ჩატარდა. ტრენინგები ორ - აგვისტოსა და სექტემბრის სესიებად გაიყო.ტრენინგების მიმდინარეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხ. ბლოგზე.





Thursday, July 14, 2011

მეორე დონის ტრენინგები ყაზბეგის რაიონის სკოლებისათვის

საქართველოს რეგიონებში გრძელდება ისტ ტრენინგები თემაზე "ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".

2011 წლის ივნის - ივლისში ყაზბეგის რაიონში ჩატარდა ტრენინგები. ინფორმაცია ტრენინგების შესახებ იხილეთ ბლოგზე : http://lalig-kazbegi.blogspot.com/

Blog Archive