Sunday, October 23, 2011

განცხადება

პედაგოგებს, ვინც 2011 წელს წარმატებით გაიარეს მე-2 დონის ტრენინგები "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში" , შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, ამისათვის აუციებელია, რომ მათ განაახლონ ელ.პორტფოლიოები და ბლოგები, შექმნან ახალი გაკვეთილის კოლექცია (გეგმა და დამხმარე ციფრული მასალები, პროექტები). საგნობრივი ექსპერტები განიხილავენ ნამუშევრებს და შეაფასებენ. შედეგები გამოქვეყნდება 2012 წლის იანვარში.

გაითვალისწინეთ, რომ საკონკურსო მასალები პედაგოგებმა დამოუკიდებლად უნდა  შექმნან არასატრენინგო დროს. პორტფოლიოების განახლების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი. 
გისურვებთ წარმატებებს!!!

Thursday, October 6, 2011

ძვირფასო პედაგოგებო!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გადავიდა  მასწავლებლის სახლში  , რომელიც მდებარეობს  გლდანში,  გმირ კურსანტთა №1,  პოლიციის აკადემიის ეზოში. 


ტრანსპორტი:  №167 მიკროავტობუსი, გამოდის მეტრო "ვარკეთილიდან", №128 - ვაკიდან,   №136, №139 ან №96  - მეტრო "ახმეტელიდან"

Wednesday, October 5, 2011

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ პროფესიულ ზრდას და წარმატებებს!!!