Saturday, July 27, 2013

მეორე დონის ტრენინგები ტყიბულის რაიონში

გრძელდება ტრენინგების ციკლი იმერეთში.

5 აგვისტოდან ტყიბულის რაიონს  ვესტუმრებით მე და მაია ჯოხაძე  და რაიონის სკოლების მასწავლებლებისთვის ჩავატარებთ ტრენინგებს თემაზე "ისტ გამოყენება სასწავლო პროცესში".

განწყობას წინასწარ ვიქმნით :))  და  რაიონის ვირტუალურად ვეცნობით :)

ვირტუალური ტური ტყიბულში :)


Monday, July 22, 2013

ტრენინგები იმერეთის რეგიონში


იმერეთის რეგიონში თერჯოლისა და ტყიბულის რაიონის პედაგოგებისათვის 2013 ივლისსა და აგვისტოში ისტ -ის  ტრენინგები დაიგეგმა. მე და მაია ჯოხაძემ ივლისში თერჯოლას მივაკითხეთ...  მე პირველ საჯარო სკოლაში და მაია მე-2 ში 8 ივლისიდან 20 აგვისტომდე ტრენინგებს ვატარებდით.

პირველი სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში პროექტორიდან და კომპიუტერებიდან გამოსულ სიცხეს ლაბორატორიის უჰაერობაც ემატებოდა და ოთახში რამის 40 (!) გრადუსამდე იწევდა ჰაერის  ტემპერატურა. მოგვიანებით ლაბორატორიაში კონდენციონერიც  ამუშავდა და სწავლისთვის ეფექტური გარემოც შეიქმნა. :)  მასწავლებლები ნებისმიერ პირობებს   მოთმინებით ეგუებოდნენ, შეუპოვრად ითვისებდნენ სიახლეებს . . .   24 პედაგოგიდან 21-მა წარმატებით დაამთავრა ტრენინგი და სერთიფიკატი დაიმსახურა.