Wednesday, November 26, 2014

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია


მასალა აღებულია ბმულიდან

https://www.facebook.com/media/set/?set=a.913503822000697.1073742439.198164676867952&type=1


  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გახსნეს, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციტივით და ინტელის, მაიკროსოფტის, იუ-ჯი-თისა და ეისერის მხარდაჭერით მოეწყო, რომლის მიზანია ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობა/გაზიარება მასწავლებლების, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.

კონფერენციაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

• საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში;

• საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციები და განპირობებული ცვლილებები;

• საკლასო ოთახში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გზები.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ტექნოლოგიების გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით. მონაწილეები გაეცნენ ტექნოლოგიებს, რომლის გამოყენებაც წარმატებით შეიძლება საგანმანათლებლო პროცესში, ხოლო მეორეს მხრივ მონაწილეებისგან მიიღეს ინფორმაცია თუ რა საჭიროებები არსებობს საკლასო ოთახში და როგორ შეიძლება მათ გადასაჭრელად ტექნოლოგიების გამოყენება.

Wednesday, November 19, 2014

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია 21-23 ნოემბერს, გაიმართება: სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში
თბილისი, თავისუფლების მოედანი 4. 
რეგისტრაცია დაიწყება 21 ნოემბერს დილის 9 საათზე.

Wednesday, October 22, 2014

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის მონაწილეთა საყურადღებოდ!

მონაწილეთა რეგისტრაცია 23 ოქტომბერს 10:00 სთ-ზე დაიწყება. ბოდიშს გიხდით ტექნიკური შეფერხებისთვის.

Wednesday, October 1, 2014

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

მასწავლებელთ საყურადღებოდ!

2014 წლის 21-23 ნოემბერს  საქართველოში პირველად გაიმართება საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია, რომელიც ზოგადი განათლების სექტორში ამ მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.

   გაეცანით კონფერენციის პროგრამას და დარეგისტრირდით! 

ამონარიდი კონფერენციის  ვებ-გვერდიდან.


საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია იწვევს დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც უყვართ ტექნოლოგიები და ინოვაციები, აქტიურად უწყობენ ხელს ან პრაქტიკულად ნერგავენ სასწავლო გარემოში. 
კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას  მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის. 
 კონფერენციის ძირითადი აქტივობები:
  • პარალელური სესიები საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი მოწვეული ექსპერტების მოხსენებები საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ;
  • პლენარული სესიები საქართველოსა და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ;
  • ექსპერტების სესიები ტექნოლოგიური სიახლეების, გაჯეტების და პროგრამების შესახებ განათლებაში;
  • ტექნოლოგიების სემინარები საკლასო ოთახში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრის გზებზე;
  • გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფების დემონსტრირების მიზნით;
  • პოსტერების გამოფენა ინოვაციური პროექტებისა და სკოლაში ტექნოლოგიების დანერგვის გამოცდილების სადემონსტრაციოდ;
  • სასკოლო ვიზიტი ისტ-ის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითის დემონსტრირებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
კონფერენციის თემატური მიმართულებები:
  • სწავლა და და სწავლება ციფრულ ეპოქაში
  • მენეჯმენტი და ლიდერობა
  • პროფესიული განვითარება
  • კვლევები სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენებაზე
  • ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა
შედეგები:
  • მასწავლებლები განავითარებენ ახალ სტრატეგიებს თუ როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში და უზრუნველყონ აქტიური სასწავლო გარემო;
  • სკოლის ხელმძღვანელები ინფორმაციას მიიღებენ, როგორ შეიძლება მოსწავლეების სასწავლო შედეგების გაუმჯობესება ტექნოლოგიების საშუალებით, როგორ დანერგონ და ხელი შეუწყონ ციფრული კულტურის დამკვიდრებას სკოლაში;
  • ისტ მენეჯერები მიიღებენ ინფორმაციას სკოლის ისტ ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ;
  • უნივერსიტეტები მიიღებენ ინფორმაციას ციფრულ ერაში სწავლა-სწავლებისთვის საჭირო უნარების თაობაზე უახლესი მიმართულებებისა და ინიციატივების შესახებ;
  • მთავრობისა და ისტ ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას საკლასო დონეზე საჭიროებებისა და გამოწვევების, ისტ-ის საკლასო ოთხში გამოყენების უახლესი ტენდენციების, ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიებისა და მოდელების შესახებ;
  • დაინტერესებული მხარეები საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს გაუზიარებენ ერთმანეთს, დისკუსიაში ჩაერთვებიან, გამოცდილებას გაცვლიან და ახალ კონტაქტებს დაამყარებენ.


Sunday, September 14, 2014

გრძელდება ინტელის ტრენინგები კახეთის რეგიონში

ძვირფასო მასწავლებლებო! გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას! 

2014 - 2015 სასწვლო წელი თქვენი პრფესიული წინსვლის,   წარმატებების და გამარჯვებების წელი ყოფილიყოს!  მოსწავლის სიყვარული და პატივისცემა ნუ მოგკლებოდეთ მთელი წლის მანძილზე! გილოცავთ ყველას 


მასწავლებლის კარიერული წინსვალა ნაწილობრივ ტრენინგებზეა დამოკიდებული :) მასწავლებლის სახლიც აგრძელებს თქვენზე ზრუნავს და გთავაზობთ ტრენინგმოდულს " intel - პროექტებით სწავლება". ამჯერად თელავის რაიონის პედაგოგებს ვიწვევთ ტრენინგებზე. ამისათვის კი უნდა შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა 

ტრენიგები დაიწყება შაბათს, 20 სექტემბერს, თელავის N9 სჯარო სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში 13,00 სთ–დან. 

გისურვებთ წარმატებებს! 

იჩქარეთ, ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ჯგუფი დაკომლექტდება :) 






Monday, September 1, 2014

გრძელდება მასწავლებელთა ტრენინგები ტექნოლოგიებში . . .


თელავის რაიონის პედაგოგებისათვის!

ცხადდება რეგისტრაცია  მასწავლებლებისათვის, ვისაც სურს ტექნოლოგიებში  ტრენინგების გავლა. ქვემოთ მოცემულია რეგისტრაციის ფორმა , გთხოვთ გახსნათ დოკუმენტი და შეავსოთ! გაითვალისწინეთ, რომ  ტრენინგები ჩატარდება თქვენთვის საასურველ დროს 2014 წლის შემოდგომაზე. ჯგუფები იმუშავებს სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბერში. 





Sunday, April 20, 2014

პირველი youtube ვიდეო . . .

 ეს საინტერესოა! :)

პირველი ვიდეო  youtube.com - ზე  აიტვირთა 2005 წლის 23 აპრილს 8:27 წთ-ზე, ის საკმაოდ მცირე ხანგრძლივობის იყო, აი ისიც




პ.ს.           ამ ყმაწვილის მიერაა ატვირთული პირველი  ვიდეო :)

და შემდეგ გაყიდა  2000$-ად.

....   ბოლოს google -მა იყიდა  1,65 მილიარდად :)

 

Saturday, April 19, 2014

ციფრული რესურსების პორტალი - სიახლე მასწავლებლის სახლის ისტ ტრენერებისაგან


 იდეა ეკას ეკუთვნის - მასწავლებლის სახლის ტექნოლოგიების კოორდინატორს, ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა ნინომ აიღო თავის თავზე - ტექნოლოგიების მენეჯერმა, შესრულებაზე ყველამ ერთად ვიზრუნეთ: ეკამ, ნინომ და ჩვენ - ისტ ტრენერებმა. ეს ჩვენი  პირველი მცდელობაა, გაითვალისწინეთ და  ნამუშევრების შეფასებისას  მკაცრი კრიტერიუმები  არ გამოიყენოთ :)   ჩვენზე უკეთ ვინ იცის,  სად რა  ხარვეზია :)) მაგრამ  დამეთანხმებით, რომ ამ სფეროში სერიოზულად წინ გადადგმული ნაბიჯია.

ყველაფერს დაწყება ჭირდება, მერე  მონდომება,  გამოცდილების დაგროვება და გაუმჯობესება :) ამ უკანასკნელი საფეხურის მე მჯერა, ჩემ კოლეგებსაც ჯერათ და დღითი დღე უკეთეს ნამუშევრებს ამატებენ პორტალს  :)  წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს!

თქვენ კი, პედაგოგებო, დარწმუნებული ვარ, გამოგადგებათ! :)

 იხილეთ ციფრული რესურსების პორტალი





კოლეჯი "პრესტიჟი" - ინტელის ტრენინგკურსი კოლეჯის პედაგოგებისათვის




  ესაა  პროფესიული კოლეჯის პედაგოგების ბლოგი :

 

Friday, March 28, 2014

ტრენინგები პროფესიული კოლეჯის პედაგოგებისათვის

 ინტელის ძირითად  სასწავლო კურსს  უკვე პროფესიული კოლეჯის პედაგოგებიც დაეუფლებიან.  29 მარტიდან ვიწყებ მათ გადამზადებას, მოლოდინი დიდია. ვფიქრობ, სინტერესო სამუშაო მელის :)

Sunday, January 12, 2014

2013 წლის შეჯამება



აი, ასე შევაჯამებდი ამ ტრენინგებს :) 







Saturday, January 11, 2014

დამხმარე ელ.რვეული ისტ-ის მასწავლებლებს

.
 
     HTML ენის  შესწავლა, რომელსაც ისტ-ის  მე-6 კლასის  სახელმძღვანელოში 12 - 15 სთ აქვს დათმობილი,მოსწავლეების დიდ დაინტერესებას იწვევს. სამწუხაროდ, მასწავლებლებს არ აქვთ ქართულ ენაზე გამოცემული დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელოები, რომელიც ამ საკითხების  შესწავლას გაამრავალფეროვნებდა   ქვემოთ მოცემულ  ელ. რვეულში ყველი ის ტეგია აღწერილი და შესაბამისი სავარჯიშოებიცაა  მოცემული, რომლის სესწავლასაც აღნიშნული  სახელმძღვანელო ითვალისწინებს.
   


Thursday, January 9, 2014

საინტერესო ბლოგი ისტ-ის მასწავლებლებისათვის


 ბლოგში თავმოყრილია ყველა იმ ისტ-ის პედაგოგის ბლოგი, ვინც მიიღო მონაწილეობა კონკურსში "ციფრული და მედეა წიგნიერება" . აქვეა გამარჯვებული ბლოგები, საინტერესო მასალებია, გაეცანით...






Tuesday, January 7, 2014

სასარგებლო რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

დღეს, XXI საუკუნეში, თანამედროვე მასწავლებელი, ისე როგორც მოსწავლე,    ტექნოლოგიების აქტიური მომხმარებელი გახდა.  ელემენტარული კომუნიკაციიდან დაწყებული საკუთარი ბლოგებისა თუ ვებ-გვერდების წარმოებით დღითი-დღე სულ უფრო ინტენსიურად ვიყენებთ კომპიუტერს, საათობით ვზივართ მის წინ, მივჩერებივართ ეკრანს და ინფორმაციას ვიღებთ, ვამუშავებთ, ვაქვეყნებთ  ...

ჩვენ, ჩვენი შვილებიც და მოსწავლეებიც, ოჯახის წევრები, ახლობლები, ნაცნობები და უცნობები, ნებისმიერი ასაკის ადამიანი  დღითი-დღე   კომპიუტერზე  დამოკიდებულები ვხდებით.

აი, ამ პრობლემებზეა საუბარი ქვემოთ მოთავსებულ სტატიაში, გადაიკითხეთ, განსაკუთრებით ყურადღებით გაეცანით კომპიუტერთან მუშაობის ჰიგიენას...
სტატია 2010 წელსაა გამოქვეყნებული ინტერნეტჟურნალში "ამბიონი",( ავტორი:  | გამოქვეყნებულია: 02.02.2010)  მაგრამ აქტუალურია, ამიტომ 4 წლის  შემდეგაც მის ხელახლა გადაკითხვას გთავაზობთ :)

სინდრომი, რომელსაც კომპიუტერი იწვევს



Monday, January 6, 2014

საინტერესო სტატია - გამოგადგებათ, პედაგოგებო!


       სტატია ეხება ინფორმაციის ძიების ხერხებს, რაც არ იცის მომხმარებელთა 96% -ო :)  არ მინდა ამ 96%-ში   ჩემი მასწავლებლებიც იყვნენ :)  მართალია ჩვენ მე-2 დონის ტრენინგებზე გვაქვს ნასწავლი  ეს ყველაფერი, სახელმძღვანელოშიც გვიწერია, მაგრამ ამ სტატიას მაინც ვდებ აქ, რომ კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ, კარგად დაიმახსოვროთ, გამოიყენოთ და გაემიჯნოთ იმ 96% -ს :)




Wednesday, January 1, 2014

გ ი ლ ო ც ა ვ თ !


ბედნიერებას, წინსვლას, წარმატებებს გისურვებთ!

Blog Archive