Tuesday, February 13, 2018

* * *


 გაქართულებულ  საოფისე პროგრამების გამოყენებასთან დაკავშირებით  დიდი დებატებია გამართული საზოგადოებაში, მათ შორის,   ისტ ტრენერებშიც. დამოკიდებულება და არგუმენტები არაერთგვაროვანია. ამ ფონზე ჩვენმა ერთმა ტრენერმა მუხრან მაჭავარიანის ლექსი მოიშველია. ჰოდა, მეც ამ ლექსით დავაფიქსირებ ჩემ პოზიციას :))

ტა,   ტა,   ტა,   ტა!
  რანაირად ბრდღვინავს არაგვი!
  ხო,    ხო,   ხო,   ხო! -
  ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!
  არა!
  სხვისი მისაბაძი
  რა მჭირს, -
  თვარა, - კი!..
  სხვა
  როცა მე შემომნატრის,
  მე
  მივბაძო სხვას?!
  მე - პატრონმა,
  მე - პატრონმა
  ამისთანა ზღვის,
  მე - პატრონმა,
  მე - პატრონმა
  ამისთანა ცის, -
  თუ ღმერთი გწამს,
  თუ კაცი ხარ -
  სხვას მივბაძო?! -
  ვის?!
  რა გინდა რომ აქ არ იყოს, -
  ენა იტყვის რას!
  სიტყვა გინდა?! -
  მარტო წვიმას
  აქვს სახელი ცხრა.
  მე შენ გეტყვი -
  არ გეყოფა სიტყვის მარაგი...
  არა!
  სხვისი მისაბაძი
  რა მჭირს, -
  თვარა, - კი!

Saturday, February 3, 2018

ეს სტატია კი მასწავლებლებისთვისაა


   
  სტატიაში საუბარია სწავლების სტრატეგიებზე, რომელიც ამ საუკუნის მასწავლებელმა უნდა გამოიყენოსო სწავლ/სწავლების პროცესში :))


სტატია მშობლებისათვის - ციფრული ტექნოლოგიები და ჩვენი შვილები



 საინტერესო გზამკვლევია მშობლებისათვის, გაეცანით!