Sunday, December 22, 2013

ბლოგების კონკურსი „გაიცანით ჩემი რაიონი“ გამარჯვებულები


თბილისი N 51-ე საჯარო სკოლა Https://www.vera51.blogspot.com

თელავი სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლა http://www.lapankuri.blogspot.com/

თბილისი საშუალო სკოლა "კანდიდი" http://gldaniinfo.blogspot.com/,

თბილისი N139 საჯარო სკოლა http://139.nis.ge/

რუსთავი N4  საჯარო სკოლა http://rustaviproject.blogspot.com/


Thursday, December 5, 2013

ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა კონკურსში "ციფრული და მედეა წიგნიერება" მონაწილეებისათვის



       ყურადღება!

6 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე გაიმართება ონლაინ კონსულტაცია  ისტ პედაგოგებისათვის, ვინც ღებულობს მონაწილეობას კონკურსში "ციფრული და მედეა წიგნიერება".

იხ. ბმული .... 



Sunday, November 17, 2013

კონკურსი ისტ-ის პედაგოგებისათვის

  ისტ-ის მასწავლებლებო! 

 ძალიან საინტერესო კონკურსია თქვენთვის  : "ციფრული და მედეა წიგნიერება".

 მიიღეთ მონაწილეობა, მოსინჯეთ ძალები, კარგი შანსი გაქვთ 2013 წელი წარმატებით დაამთავროთ :)))

ამონარიდი საკონკურსო განაცხადიდან:

 . . . . კონკურსი წელს პირველად ტარდება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველა მსურველს ექნება.
კონკურსის - „ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში“ მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით, სასწავლო პროცესის ხარისხის, ისტ მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მათი მოტივაციის ამაღლება. იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ცხოვრებაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია პროგრესი, ანალოგიური შინაარსის კონკურსების ორგანიზება და მონაწილეთა წახალისება  მნიშვნელოვანია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ, სკოლების ელექტრონულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით აღჭურვა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სკოლებს შორის ქსელების შექმნა და  საგანმანათლებლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიური გამოყენების ხელშეწყობაა.
სამინისტროს ძალისხმევით თითქმის ყველა საჯარო სკოლაში ინტერნეტიზაციის პრობლემა გადაჭრილია. იმ ერთეულ სკოლებში კი, სადაც ჯერ კიდევ ინტერნეტი დაბალი სიხშირით მიეწოდებათ, სამინისტრო გამაძლიერებელი აპარატურის მონტაჟს უზრუნველყოფს. ინტერნეტის პრობლემა არსებობდა ძეგვის საჯარო სკოლაშიც, სადაც შეხვედრა გაიმართა. ამავე დღეს, სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა ძეგვის სკოლაში გამაძლიერებელი დაამონტაჟეს.
 სკოლების ინტერნეტიზაცია  ხელს შეუწყობს:
  • სკოლების განათლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას, განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების სწრაფ გავრცელებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
  • სკოლების ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში ინტეგრაციას;
  • განათლების სისტემის სხვადასხვა რგოლებს შორის სწრაფ და უწყვეტ უკუკავშირს;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში, რითაც სასწავლო პროცესი უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური გახდება;
  • აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, საშუალებას მისცემს ინფორმაციის პასიური მიმღებნი კი არ იყვნენ, არამედ თავად მოახდინონ სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება და შექმნა. განუვითარებს მათ ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და შეფასების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარებს;
  • სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვანი მეთოდური და სასწავლო ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობას;
  • ელექტრონული ლაბორატორიების გამოყენებას მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის;
  • პედაგოგებს შორის ინფორმაციისა და მასალების გაცვლას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სკოლებს შორის კავშირების დამყარებას.
კონკურსის - „ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში“ თაობაზე სრული ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე mes.gov.ge.

წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი!!!


Sunday, November 3, 2013

ტრენინგი ისტ-ის პედაგოგებისათვის

      6- 8 ნოემბერი15:00 - 18:00  სთ ტრენინგი ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში. 

მოდული: „HTML ენის 
სწავლების მეთოდიკა მეექვსე კლასში“ 


მოდულის მოკლე აღწერა: ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან HTML ენას. ისტ-ის მეექვსე კლასის
სახელმძღვანელოდან განიხილავენ სავარჯიშოებს. იმსჯელებენ და ჩამოაყალიბებენ დამატებით
დავალებებს და მეთოდურ მიდგომებს HTML ენის სწავლებისას გამოსაყენებლად. პირველი დღე

აუდიტორია: 11
სტატუსი: მიმდინარეობს რეგისტრაცია 5 ნოემბრამდე.

Saturday, October 19, 2013

etwinning - ზე რეგირსტრაცია გამოცხადდა...



 საერთაშორისო პროექტებით დაინტერესებულო პედაგოგებო!


 გამოცხადდა რეგისტრაცია , რომელიც უნდა გაიაროთ, რომ ჩაერთოთ საერთაშორისო პროექტებში. დაწვრილებით ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული   http://plus.etwinning.net/en/pub/index.htm

გისურვებთ წარმატებებს!!!

Wednesday, October 16, 2013

ტრენინგი: ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი



ა.წ. 25 ოქტომბერს მასწავლებლის სახლში (გმირ კურსანტთა N1, გლდანი) ჩატარდება ტრენინგი: ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი. მიმდინარეობს online რეგისტრაცია.

დასარეგისტრირებლად  გამოიყენეთ ბმული:   http://tpdc.ge/?action=registration&saxeoba=1&lang=geo.

წარმატებები!

ვირტუალური ტური მასწავლებლის სახლში. :)


Monday, October 7, 2013

Intel Essentials Course - ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი




იწყება ტრენინგების ახალი კურსი - Intel Essentials Course.

ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.

ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრონ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე. 

ტრენინგკურსი 36 საათიანია, მოიცავს ოთხ საათიან 9 ტრენინგდღეს. ინტელის ტრენინგებისთვის შექნილი მაქვს  ბლოგი http://lalig-inteledu.blogspot.com/  , რომელზეც გამოქვეყნდება ტრენინგებზე დამუშავებული მასალები, მასწავლებელთა ბლოგები, დამხმარე მასალები , ასე, რომ თვალი ადევნეთ ბლოგს http://lalig-inteledu.blogspot.com/, რომლიც ახალი მასალებით შეისება ტრენინგის დაწყებისთანავე ანუ 19 ოქოტმბრიდან.

წარმატებები ვუსურვოთ ყველა მონაწილე პედაგოგს! :)

Saturday, August 24, 2013

ქალაქებს შორის მანძილის გამომთვლელი


 http://route.mhosti.com/ საინტერესო საიტია,  A  ქალაქიდან  B ქალაქამდე მანძილის გამოსათვლელად შეიყვანეთ ქალაქების დასახელბა, დააწკაპეთ ღილაკზე "გამოთვლა",  მიიღებთ პასუხს: როგორც კილომეტრაჟის შესახებ, ასევე მანქანით მოგზაურობისას საჭირო დროს :))


Saturday, July 27, 2013

მეორე დონის ტრენინგები ტყიბულის რაიონში

გრძელდება ტრენინგების ციკლი იმერეთში.

5 აგვისტოდან ტყიბულის რაიონს  ვესტუმრებით მე და მაია ჯოხაძე  და რაიონის სკოლების მასწავლებლებისთვის ჩავატარებთ ტრენინგებს თემაზე "ისტ გამოყენება სასწავლო პროცესში".

განწყობას წინასწარ ვიქმნით :))  და  რაიონის ვირტუალურად ვეცნობით :)

ვირტუალური ტური ტყიბულში :)


Monday, July 22, 2013

ტრენინგები იმერეთის რეგიონში


იმერეთის რეგიონში თერჯოლისა და ტყიბულის რაიონის პედაგოგებისათვის 2013 ივლისსა და აგვისტოში ისტ -ის  ტრენინგები დაიგეგმა. მე და მაია ჯოხაძემ ივლისში თერჯოლას მივაკითხეთ...  მე პირველ საჯარო სკოლაში და მაია მე-2 ში 8 ივლისიდან 20 აგვისტომდე ტრენინგებს ვატარებდით.

პირველი სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში პროექტორიდან და კომპიუტერებიდან გამოსულ სიცხეს ლაბორატორიის უჰაერობაც ემატებოდა და ოთახში რამის 40 (!) გრადუსამდე იწევდა ჰაერის  ტემპერატურა. მოგვიანებით ლაბორატორიაში კონდენციონერიც  ამუშავდა და სწავლისთვის ეფექტური გარემოც შეიქმნა. :)  მასწავლებლები ნებისმიერ პირობებს   მოთმინებით ეგუებოდნენ, შეუპოვრად ითვისებდნენ სიახლეებს . . .   24 პედაგოგიდან 21-მა წარმატებით დაამთავრა ტრენინგი და სერთიფიკატი დაიმსახურა.


Monday, May 13, 2013

მასწავლებლებო, ყურადღებით გაეცანით ...


ფორუმის შესახებ ინფორმაციას ნახათ ამ   ბმულზე:    http://pilforum2013.k12.ge/node/10

ონლაინ შეხვედრებისა და კონსულტაციების შესახებ სრულყოფილი ინოფმრაციას კი ბმულზე:   http://pilforum2013.k12.ge/

დამატებითიკონსულტაციისათვის ფორუმის საიტზე ტელეფონიცაა მოცემული და საკონტაქტო ელ.ფოსტაც.

წარმატებები ყველას! :))





Sunday, February 10, 2013

სასწავლო აპლიკაციები

მასწავლებლებო!
დარეგისტრირდით ამ საიტზე, ისარგებლეთ სხვა პედაგოგების მიერ შექმნილი სასწავლო მასალებით ან თქვენ თვითონ შექმენით ისინი თქვენი საჭიროებისა და სწავლა/სწავლების მოთხოვნის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებებს :)


http://LearningApps.org/register_teacher.php?teacher=40640&class=3436

Saturday, January 5, 2013

ტრენინგი დირექტორებისათვის "პრეზენტაციის უნარების განვითარება"


ტრენინგის ხანგრძლივობა  - 6 სთ;

ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან პროგრამა PowerPoint-ს, 

  •  ტექსტის შეტანას სლაიდზე;
  • ფიგურის, სურათის ჩასმას სლაიდზე;
  • ცხრილის ჩასმას სლაიდზე;
  • დიაგრამის ჩასმას სლაიდზე; 
  • მოქმედებებს სლაიდებზე (სლაიდის ჩამატება/წაშლა, გადაადგილება/კოპირება);
  • პრეზენტაციის სლაიდების დიზაინის შერჩევას;
  • სლაიდის ობიექტების ანიმაციას;
  • სლაიდებს შორის გადასვლის ეფექტებს;
  • საპრეზენტაციო დოკუმენტის ჩვენებას და მართვას.


ინსტრუმენტების გაცნობის პარალელურად მონაწილეები  ქმნიან ტრენერის მიერ წინასწარ შერჩეული მასალის შესაბამისად  საპრეზენტაციო დოკუმენტს.

Friday, January 4, 2013

მეორე დონის ტრენინგები ისტ-ში 2012 წლის ნოემბერი - დეკემბერი


ტრენინგები ჩატარდა ქალაქ თელავის  პირველ და IV საჯარო სკოლების კომპიუტერულ  ლაბორატორიებში.

პედაგოგებმა შექმნეს საინტერესო ელ.პორტფოლიოები და ბლოგები, ტრენინგების მიმდინარეობის ფოტოკოლაჟი იხ. აქ...




Blog Archive