იწყება ტრენინგების ახალი კურსი - Intel Essentials Course.
ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრონ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე.
ტრენინგკურსი 36 საათიანია, მოიცავს ოთხ საათიან 9 ტრენინგდღეს. ინტელის ტრენინგებისთვის შექნილი მაქვს ბლოგი http://lalig-inteledu.blogspot.com/ , რომელზეც გამოქვეყნდება ტრენინგებზე დამუშავებული მასალები, მასწავლებელთა ბლოგები, დამხმარე მასალები , ასე, რომ თვალი ადევნეთ ბლოგს http://lalig-inteledu.blogspot.com/, რომლიც ახალი მასალებით შეისება ტრენინგის დაწყებისთანავე ანუ 19 ოქოტმბრიდან.
წარმატებები ვუსურვოთ ყველა მონაწილე პედაგოგს! :)
No comments:
Post a Comment