Friday, May 6, 2016
ეს მათთვის, ვისაც წინ ცხელი ზაფხული ელის . . .
მასწავლებლებო! ზაფხულის გამოცდების განრიგი უკვე ცნობილია!
ისტ - ის გამოცდა ჩატარდება:
8 ივლისი - თეორიული ნაწილი;
10 ივლისი - პრაქტიკული.
აი, ასე.
შეგიძლიათ ძალების მობილიზება დაიწყოთ. წინ წარმატებები გელით :)
Tuesday, April 19, 2016
ისტ გამოცდის პროგრამა - 2016 წლის ზაფხული
საგნის გამოცდის პროგრამები, მათ შორისაა ისტ-იც :)) ვისაც იანვარში არ გაუმართლა და კვლავ გეგმავს გამოცდაზე გასვლას, პროგრმას გამოადგება. იხ. ბმული...
ასევე გაითვალისწინეთ,
პედაგოგთა გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს:
- პრაქტიკოს მასწავლებელს;
- ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი;
- მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.
გაითვალისწინეთ, რომ 2016 წლიდან მსურველებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ – ზამთარსა და ზაფხულში აქვთ.
ესეც დამხმარე მასალები
Thursday, April 7, 2016
Apple ახალი ოფისი
აი, როგორ გამოიყურება Apple - ის, მსოფლიოში ყველაზე ძლავრი ტექნოლოგიური ფირმის შტაბბინა :) ამის შესახებ საინტერესო სტატიაა მოცემული ელ ჟურნალში.
Friday, February 19, 2016
ისტ-ის მასწავლებლებო!
2016 წლის იანვრის ისტ-ის მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდის შედეგები დაიდო.
ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ თქვენი მიღებული შეფასებები :)
ვიტოვებ იმედს, რომ ყველა გადალახავს მინიმალურ ზღვარს და გახდება სერთიფიცირებული ისტ მასწაველბელი. :)
გთხოვთ, არ დაიზაროთ და შედეგები მეც შემატყობინოთ :))
მოუთმენლად ველი თქვენ წერილებს !
Sunday, January 31, 2016
ტრენინგები იწყება . . .
2016 წლის სატრენინგო მარათონს გახსნილად ვაცხადებთ! :)
ვიცი, ბევრი ელოდებოდა ტრენინგების დაწყებას. ამ საუკუნეში ხომ ტექნოლოგიების გარეშე ვერც ერთი სფერო ვერ განვითარდება, მით უმეტს, განათლება... სწავლა/სწავლება ტექნოლოგიების გარეშე უკვე წარმოუდგენელია, XXI საუკუნე თავისას ითხოვს :)) ... გვინდა, არ გვინდა, ამ საუკუნის ბავშვი დაბადებიდანვე ტექნოკრატია, ამიტომ, მასწავლებელიც ბავშვის მოთხოვნის შესაბამისი უნდა იყოს. აი, ასე! :))
ტრენინგებს ჯერ-ჯერობით შემდეგი მიმართულებით ჩავატარებ.
1. საბაზო დონის ტრენინგები (აქ ერთი ჯგუფის წიგნები მაქვს მხოლოდ!) - 24 სთ, 8 ტრენინგდღე
2. ინტელი - პროექტებით სწავლება (ელ.სახელმძღვანელოსთან წვდომა ყველას შეეძლება) - 36 სთ, 9 ტრენინგდღე
3. ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი - 4 სთ, 1 ტრენინგდღე.
ვითვალისწინებ რა ზამთრის რთულ პირობებს და ტრანსპორტირების პრობლემებს ამ თოვლსა და ყინვაში, ტრენინგზე მოვიწვევ მხოლოდ ქალაქისა და ახლო სოფლების მასწავლებლებს.
- ქვემოხედაშენის საჯარო სკოლა
- თელავის N2, N5, N6, N9 საჯარო სკოლები
სარეგისტრაციო ფორმა ყველა სკოლაშია გაგზავნილი. გთხოვთ, მიაკითხოთ სკოლის ადმინისტრაციებს. დარეგისტრირდით! როგორც უკვე ავღნიშნე, ამ ეტაპზე თითო-თითო ჯგუფი იმუშავებს, ამიტომ, ადგილები შეზღუდულია :) გელოდებით!
Friday, January 8, 2016
Tuesday, January 5, 2016
გამოცდის მონაწილე პედაგოგების საყურადღებოდ!
მასწავლებლებო, ვინც იანვარში გამოცდის ჩაბარებას გეგმავთ, ყურადღებით გაეცანით თბლისის საგამოცდო ცენტრების მისამართებს ამ ლინკზე
წარმატებებს გისურვებთ გამოცდაზე :)
Subscribe to:
Posts (Atom)