Sunday, January 31, 2016

ტრენინგები იწყება . . .


 2016 წლის სატრენინგო მარათონს გახსნილად ვაცხადებთ! :)

ვიცი, ბევრი ელოდებოდა ტრენინგების დაწყებას. ამ საუკუნეში ხომ ტექნოლოგიების გარეშე ვერც ერთი სფერო  ვერ განვითარდება, მით უმეტს, განათლება...    სწავლა/სწავლება ტექნოლოგიების გარეშე უკვე წარმოუდგენელია, XXI საუკუნე თავისას ითხოვს :)) ...  გვინდა, არ გვინდა, ამ საუკუნის   ბავშვი  დაბადებიდანვე  ტექნოკრატია, ამიტომ, მასწავლებელიც ბავშვის მოთხოვნის შესაბამისი  უნდა იყოს. აი, ასე! :))

ტრენინგებს ჯერ-ჯერობით შემდეგი მიმართულებით ჩავატარებ.

1. საბაზო დონის ტრენინგები (აქ  ერთი ჯგუფის წიგნები მაქვს მხოლოდ!) - 24 სთ, 8 ტრენინგდღე
2. ინტელი - პროექტებით სწავლება (ელ.სახელმძღვანელოსთან წვდომა ყველას შეეძლება) - 36 სთ, 9 ტრენინგდღე
3. ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი - 4 სთ, 1 ტრენინგდღე.

ვითვალისწინებ რა ზამთრის რთულ პირობებს და ტრანსპორტირების პრობლემებს  ამ თოვლსა და ყინვაში, ტრენინგზე მოვიწვევ მხოლოდ ქალაქისა და ახლო სოფლების მასწავლებლებს.


  • ქვემოხედაშენის საჯარო სკოლა
  • თელავის N2, N5, N6, N9  საჯარო სკოლები
 
სარეგისტრაციო ფორმა ყველა სკოლაშია გაგზავნილი. გთხოვთ, მიაკითხოთ სკოლის ადმინისტრაციებს. დარეგისტრირდით! როგორც უკვე ავღნიშნე, ამ ეტაპზე თითო-თითო ჯგუფი იმუშავებს, ამიტომ, ადგილები შეზღუდულია :) გელოდებით!



No comments:

Post a Comment