2016 წლის სატრენინგო მარათონს გახსნილად ვაცხადებთ! :)
ვიცი, ბევრი ელოდებოდა ტრენინგების დაწყებას. ამ საუკუნეში ხომ ტექნოლოგიების გარეშე ვერც ერთი სფერო ვერ განვითარდება, მით უმეტს, განათლება... სწავლა/სწავლება ტექნოლოგიების გარეშე უკვე წარმოუდგენელია, XXI საუკუნე თავისას ითხოვს :)) ... გვინდა, არ გვინდა, ამ საუკუნის ბავშვი დაბადებიდანვე ტექნოკრატია, ამიტომ, მასწავლებელიც ბავშვის მოთხოვნის შესაბამისი უნდა იყოს. აი, ასე! :))
ტრენინგებს ჯერ-ჯერობით შემდეგი მიმართულებით ჩავატარებ.
1. საბაზო დონის ტრენინგები (აქ ერთი ჯგუფის წიგნები მაქვს მხოლოდ!) - 24 სთ, 8 ტრენინგდღე
2. ინტელი - პროექტებით სწავლება (ელ.სახელმძღვანელოსთან წვდომა ყველას შეეძლება) - 36 სთ, 9 ტრენინგდღე
3. ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი - 4 სთ, 1 ტრენინგდღე.
ვითვალისწინებ რა ზამთრის რთულ პირობებს და ტრანსპორტირების პრობლემებს ამ თოვლსა და ყინვაში, ტრენინგზე მოვიწვევ მხოლოდ ქალაქისა და ახლო სოფლების მასწავლებლებს.
- ქვემოხედაშენის საჯარო სკოლა
- თელავის N2, N5, N6, N9 საჯარო სკოლები
სარეგისტრაციო ფორმა ყველა სკოლაშია გაგზავნილი. გთხოვთ, მიაკითხოთ სკოლის ადმინისტრაციებს. დარეგისტრირდით! როგორც უკვე ავღნიშნე, ამ ეტაპზე თითო-თითო ჯგუფი იმუშავებს, ამიტომ, ადგილები შეზღუდულია :) გელოდებით!