Saturday, September 5, 2015

სქემაში ჩართული მასწავლებლების საყურადღებოდ

ყურადღებით გაეცანით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 4 სექტემბერს  გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც წერენ, რომ


 სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის N05-95 ბრძანებით დამტკიცებულ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში“ ჩართულ “მასწავლებელთა შეფასების წესში“ ცვლილება შევიდა. წესის მიხედვით, ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლები აღარ არიან ვალდებულნი, წარმოადგინონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგის, სტაჟირების ან კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, შეიცვალა და გამარტივდა განაცხადის ფორმა."

აი, ასე მარტივდება ყველაფერი, ასე რომ აღარ დაგჭირდებათ ცნობებისა და სხვადასხვა დოკუმენტების ატვირთვა! 

No comments:

Post a Comment