ინოვაციური განათლების ფონდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად აცხადებს კონკურსს მასწავლებელთათვის „სასწავლო პროექტის საუკეთესო პორტფოლიო 2015“.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებმაც გაიარეს ინტელის ძირითადი კურსი 2014-2015 წლებში.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან საგნობრივი ჯგუფების მიხედვით და მონაწილეობას მიიღებენ ინტელის საგანმანათლებლო პროგრამების შემაჯამებელ წლიურ კომფერენციაში, რომელიც გაიმართება 2015 წლის 16 დეკემბერს.
გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზების გარდა მიიღებენ პროფესიული განვითარების 1 კრედიტს.
გთხოვთ, შეავსოთ კონკურსის სარეგისტრაციო ფორმა 2015 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისათვის გამოიყენეთ ეს ბმული
No comments:
Post a Comment